სირიაში რუსეთის საჰაერო იერიშებს 8.300 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ოთხი წლის სტატისტიკას სირიის ადამიანის უფლებათა კვლევის ცენტრი ავრცელებს.
დაღუპულთა შორის 2 ათასი ბავშვია. სირიაში მოსკოვის სამხედრო ოპერაციას 5 ათასზე მეტი ჯიჰადისტიც ემსხვერპლა.
რუსეთმა სირიაზე პირველი საჰაერო იერიში 2015 წელს მიიტანა.