18 აპრილი 2024,   18:17
ვრცლად
ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარალამენტს ევროკავშირიდან გასვლის გეგმას აცნობს

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პარლამენტს ევროკავშირიდან გასვლის გეგმას აცნობს. 7 გვერდიანი დოკუმენტის განხილვა დებატების ფონზე მიმდინარეობს. ახალი გეგმა ჩრდილოეთ ირლანდიის ევროკავშირის ერთიან ბაზარში დარჩენას გულისხმობს. სადავო საკითხად რჩება საზღვრის რეგულაცია ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის. თუ შეთანხმება ვერ შედგება, ბრიტანეთი გაერთიანებას შეთანხმების გარეშე დატოვებს.

"ჩვენ ხისტი ბრექსითისთვის მზად ვართ. მაგრამ ეს შეთანხმების გეგმა ჩვენი შანსია და ის უნდა გამოვიყენოთ. მოდით პატივი ვცეთ ბრიტანელი ხალხისადმი ჩვენს მთავარ დაპირებას და შევასრულოთ ბრექსითი,"- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერის ჯერემი კორბინის შეფასებით, ჯონსონის წარმოდგენილი დოკუმენტი ტერეზა მეის მიერ წარმოდგენილ ვარიანტზე უფრო ცუდია.

"ეს დონალდ ტრამპის ბრექსითია. თქვენი შეთანხმება არარეალური და ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა. პრემიერს უარს ეტყვიან ბრიუსელში, უარს ვეტყვით ჩვენც,"- განაცხადა კორბინმა.

დღის ამბები