19 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, კოლხეთის ეროვნულ პარკში პალიასტომის ტბიდან დიდი რაოდენობით თევზის გამორიყვის ფაქტი დაფიქსირდა.

სააგენტოს განცხადებით, სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას სწავლობენ. უკვე აღებულია წყლის სინჯები და გადაგზავნილია შესაბამის ლაბორატორიებში. კვლევების პასუხები უმოკლეს ვადაში გახდება ცნობილი.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დახოცილი თევზის გამორიყვის ფაქტი წლის აღნიშნული პერიოდის ბუნებრივ პროცესებს უკავშირდება, რაც ტბის წყალში ჟანგბადის სიმცირეში გამოიხატება.

დღის ამბები