23 აპრილი 2024,   17:09
ვრცლად
ერთმანეთის დახმარების დროს ტაილანდის ნაკრძალში 6 სპილო დაიღუპა

ტაილანდში ხაო იაის ნაკრძალის ჩანჩქერში 6 სპილო ერთმანეთის დახმარების დროს დაიღუპა. მიზეზი ჩანჩქერის უფსკრულში სპლიყვის გადავარდნა გახდა, დანარჩენი სპილოები მის გადარჩენას ცდილობდნენ და ისინიც გადაიჩეხნენ, - წერს BBC.

ასეთი შემთხვევა ამ ჩანჩქერზე ადრეც მომხდარა, ადგილობრივი მაცხოვრებლები მას ეშმაკის ხვრელს უწოდებენ. 1992 წელს აქ 8 სპილო დაიღუპა.

6 სპილოს დაღუპვის შემდეგ ნაკრძალის თანამშრომლებმა მახლობელ მთაზე კიდევ 2 სპილო შეამჩნიეს და  მათ ჩანჩქერიდან მოშორებით გარეკვას ცდილობენ.

ტაილანდის ველური ცხოველების მეგობართა ფონდის დამფუძნებელი ედვინ ვიეკი თვლის, რომ სპილოების ამ ჯგუფის დანარჩენი წევრების სიცოცხლეც საფრთხეშია, რადგან ერთ ჯგუფში შემავალი სპილოები ერთმანეთზე ძალიან დამოკიდებულები არიან და მძიმედ გადააქვთ ერთმანეთის სიკვდილი.

ტაილანდში 7 ათასამდე აზიური სპილო შემორჩა, თუმცა უმრავლესობა მათგანი ტყვეობაში ცხოვრობს. 

დღის ამბები