ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთი-სირიის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან სამხედრო ძალების გაყვანა დაიწყო. გადაწყვეტილება თურქეთის მიერ საჰაერო და სახმელეთო ოპერაციის დაანონსებას მოჰყვა. ვაშინგტონი თურქეთს სამხედრო ოპერაციაში მხარს არ დაუჭერს. თურქეთისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის ამ საკითხზე სატელეფონო საუბარი შედგა. ლიდერებმა ნოემბერში შეხვედრა დაგეგმეს.