25 აპრილი 2024,   16:09
ვრცლად
ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 13 წელი გავიდა

მოკლული ჟურნალისტის პატივსაცემად სანკტ-პეტერბურგში  დღეს საღამოს აქციის გამართვა იგეგმება.

13 წლის წინ რუსეთში ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. პოლიტკოვსკაია ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს იძიებდა, მასალებს "ნოვაია გაზეტაში" აქვეყნებდა. ჟურნალისტი ჩეჩნეთში კრემლის მოქმედებებს აკრიტიკებდა. რუსეთში გამოძიებას პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთები აქამდე არ დაუდგენია. ციხეში სასჯელს მხოლოდ შემსრულებლები იხდიან.

 

დღის ამბები