19 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
ზარდიაშვილმა საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი თვითმიზანი არ არის - პარლამენტის თავმჯდომარე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ვანო ზარდიაშვილმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც გამოჩნდა, რომ იმ პროცესებზე ბევრად მაღლა დგას, რაც შეიძლება ყოველდღიური პოლიტიკის ნაწილი იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარე ზარდიაშვილის გადაწყვეტილებას ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა.

"დღეს გააკეთა განცხადება თავის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენმა კოლეგამ, უმრავლესობის წევრმა ბატონმა ვანო ზარდიაშვილმა. ის ტოვებს დეპუტატის მანდატს. მე ვიტყოდი, რომ მან ძალიან ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ასევე ძალიან ღირსეული განცხადება გააკეთა ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ამით ვფიქრობ, ზარდიაშვილმა ჩვენ ყველას და კიდევ ერთხელ საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი თვითმიზანი არ არის,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, ორკვირიანი დუმილის შემდეგ "ქართული ოცნების“ წევრმა ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო მანდატი დღეს დატოვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები