19 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები აჭარის უმაღლეს საბჭოს სასამართლოში უჩივიან. საქმე ეხება კომისიას, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატთა დოკუმენტაციას შეისწავლის.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, კომისია კანონის დარღვევით შეიქმნა. მათივე განმარტებით, პროცედურის მიხედვით აუცილებელი იყო ფრაქციებთან კონსულტაციის გავლა, თუმცა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გია აბულაძე აღნიშნავს, რომ სარჩელი შეტანილია და ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას ითხოვენ. მისივე თქმით, უნდა შეჩერდეს კომისიის მუშაობა, სანამ სარჩელი  განხილული არ იქნება.

დღის ამბები