24 აპრილი 2024,   03:07
ვრცლად
აუდიტის დასკვნის საფუძველზე ხაბეიშვილი კალაძის დაკითხვას ითხოვს

აუდიტის სამსახურის მიერ "ელექტროსისტემაში" ​გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას მიმართა. საგამოძიებო უწყებას შესაძლო გადაცდომებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე მიაწოდა. სავარაუდო გადაცდომის ფაქტები 2014-2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. საუბარია დიდი ოდენობით გაცემულ პრემიებზე, ზარალსა და არამიზნობრივ ხარჯებზე.

"დღეს პროკურატურაში ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ კახი კალაძის და მისი მოადგილეების დაკითხვას მარტივი მიზეზით - თუ ისინი ძარცვავდნენ ენერგეტიკის სამინისტროდან სახელმწიფო ბიუჯეტს და 76 მილიონი ლარი აზარალეს, 12 მილიონის პრემია-დანამატი გასცეს, საბიუჯეტო ხარჯების არამიზნობრივ ხარჯვაზე უნდა გასცენ პასუხი კალაძემ და მისმა მოადგილეებმა," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

თბილისის ვიცემერ ირაკლი ხმალაძის განმარტებით, ენერგეტიკის სამინისტროში მომუშავე რამდენიმე ათასი თანამშრომლისთვის 3 წლის მანძილზე გაცემულმა პრემიამ 12 მილიონი რომ შეადგინოს, ამაში არალოგიკური არაფერია. როგორც ხმალაძე აღნიშნავს,  რადგან აუდიტის დასკვნა არსებობს, უკანონობისა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საქმეს მსვლელობა მიეცემა.

ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელ თორნიკე შერმადინის განცხადებით, "ელექტროსისტემის" საქმიანობის აუდიტში, რომელიც 2014-2017 წლებს მოიცავდა, დარღვევები და ხარვეზები რამდენიმე მიმართულებით გამოვლინდა, ხოლო ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეაბილიტაციის გეგმა იყო. მისი თქმით, გაცემულია რეკომენდაციები, ხოლო ელექტროსისტემას 20 დღის ვადაში სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება აქვს, თუ როგორ აპირებენ ამ რეკომენდაციების შესრულებას.

დღის ამბები