19 აპრილი 2024,   21:18
ვრცლად
ჩინეთში მილიონზე მეტ მუსლიმ პატიმარს არაადამიანურად ეპყრობიან

ჩინეთში მილიონზე მეტი მუსლიმი პატიმარია, მათ არაადამიანურად ეპყრობიან. ამის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. კადრები დრონით არის  გადაღებული და ინტერნეტში ანონიმურმა წყარომ გაავრცელა. კადრებში ასობით თვალებახვეული და ხელებშეკრული პატიმარი ე.წ. გადამზადების ცენტრებში გადაჰყავთ.

ვიდეომასალა მაშინ გავრცელდა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი მუსლიმების უფლებების დარღვევაში დაადანაშაულა.

პეკინი ვაშინგტონის ბრალდებას უარყოფს და პატიმრებს რელიგიურ ექსტრემისტებს უწოდებს. ჩინეთში მოსახლეობის 2 პროცენტი მუსლიმია.

დღის ამბები