25 აპრილი 2024,   16:34
ვრცლად
საქართველო ღვინის სამშობლო - თბილისი სომელიეების ფესტივალს უმასპინძლებს 

საქართველო ღვინის სამშობლოს სტატუსს ოფიციალურად ატარებს.  ქართული ღვინის კვალდაკვალ ბოსტონის სომელიეთა ასოციაციის ერთ-ერთი დირექტორი ლაშა ცატავა ღვინის განვითარების გზებსა და ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ყვება. ამბობს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა განსაკუთრებით გაზრდილია.

ქართული ღვინის განვითარებაზე არსებული სტატისტიკაც მიუთითებს. 2012 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 50 კომპანია იყო დარეგისტრირებული. დღეს კი 1000-მდე მცირე, საშუალო მარანი და დიდი კომპანიაა. 

წელიწადში რამდენჯერმე იმართება ღვინის ფესტივალი, რაც საშუალებას აძლევს მეწარმეებს საკუთარი ნახელავი დამთვალიერებლებსა და მყიდველებს წარუდგინონ. 12 ოქტომბერს შარდენის ქუჩა ერთ-ერთ ასეთ საინტერესო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. 

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი 

დღის ამბები