18 აპრილი 2024,   23:30
ვრცლად
ილია ჯიშკარიანი ბრალს უარყოფს - "კურიერმა" დეპუტატის პირველი ვიდეოკომენტარი მოიპოვა

"კურიერმა" ილია ჯიშკარიანის პირველი ვიდეოკომენტარი მოიპოვა. ვიდეო მისმა ოჯახის წევრებმა საავადმყოფოს პალატაში ადვოკატთან საუბრის დროს ჩაიწერეს. 22 წამიან ვიდეომასალაში თამთა თოდაძის ცემასა და სექსუალური ხასიათის ქცევაში ბრალდებული დეპუტატი, დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ სიმართლის დასადგენად იბრძოლებს.

საკუთარი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ილია ჯიშკარიანი, სხვა მტკიცებულებებთან ერთად მისი თანამშრომლების ჩვენებების გამოყენებასაც აპირებს. დღეს "კურიერი" ერთ-ერთ მათგანს შეხვდა, მამუკა გოქსაძე რომელიც საკრებულოს დეპუტატის თანაშემწეა ამტკიცებს, რომ იმ დღეს როდესაც შემთხვევა მოხდა თამთა თოდაძე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ ჯიშკარიანის უფლებადამცველი პრეტენზიებს გამოძიებას უყენებს, მარიამ კუბლაშვილის მტკიცებით, თამთა თოდაძისთვის გამოძიებას ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, რაც არასწორია, რადგან ასეთ შემთხვევაში სამართალდამცველები ადვილად დაადგენდნენ სიმართლეს. 

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმება თამთა თოდაძის დაცვის მხარე, დაზარალებული დღეს მედიასთან არ გამოჩენილა, რადგან ის თავს ძალიან ცუდად გრძნობს და ფსიქოლოგის დახმარებით სარგებლობს. თამუნა ლუკავა დარწმუნებულია, რომ საქმეს მოიგებს და დაამტკიცებს, რომ დეპუტატმა თამთა თოდაძეს ფიზიკური და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენა.

ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი ხვალ ჩაინიშნა.


დღის ამბები