24 აპრილი 2024,   12:38
ვრცლად
მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს მიენიჭა

ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბიი აჰმედ ალის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. როგორც პრემიის ფორმულირებაშია ნათქვამი, აბიი აჰმედ ალის პრემია მიენიჭა, - "მშვიდობისა და საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, კერძოდ   მეზობელ ერითრეასთან სასაზღვრო კონფლიქტის დასრულებაში მისი გადამწყვეტი ინიციატივისთვის."

ერითრეასა და ეთიოპიას შორის კონფლიქტი სადავო სასაზღვრო ტერიტორიებთან დაკავშირებით 1998-დან 2000 წლამდე მიმდინარეობდა და ათი ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები