19 აპრილი 2024,   06:13
ვრცლად
ფულადი ჯარიმა თვითნებურად დამონტაჟებული წყალგამათბობლის აღმოჩენის შემთხვევაში - ნოემბრიდან ახალი კანონი ამოქმედდება

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად, კვლავ აქტუალურია თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლების თემა. უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შეცვლას ხელისუფლება ამჯერად ახალი კანონის ამოქმედებით ეცდება. რეგულაციების გამკაცრება საცხოვრებელი ბინების სავალდებულო შემოწმებას გულისხმობს. ცვლილებები ზუსტად 1 თვეში ამოქმედება.

ახალი რეგულაციები უკვე შემუშავებულია. ცვლილებების მიხედვით, თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აკრედიტირებული ინსპექტორები შეამოწმებენ.

მომხმარებელთა პასუხისმგებლობაზე ყურადღებას ენერგო - ომბუდსმენიც ამახვილებს, რომელიც ახალი რეგულაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული. სტატისტიკის თანახმად, გამათბობლის თვითნებურად მოწყობის ყველაზე მეტი შემთხვევა ისანსა და სამგორშია დაფიქსირებული.

რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეთა ბინების შემოწმება წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება. ცვლილებები ძალაში 2019 წლის 15 ნოემბრიდან შევა.

დღის ამბები