25 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები - შესაძლოა გამარჯვება ლეხ კაჩინსკის ძმის პარტიამ მოიპოვოს

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ერთ საათში დასრულდება. მთავარი კონკურენტები  ლეხ კაჩინსკის ძმის პარტია და ”სამოქალაქო პლატფორმა” არიან.

კაჩინსკის პარტია ”კანონი და სამართლიანობა” დღეს უმრავლესობაშია და სახელისუფლებო ძალად ითვლება. ჩატარებული გამოკითხვებით, შესაძლოა, გამარჯვება ამჯერადაც სახელისუფლებო გუნდმა მოიპოვოს. ”სამოქალაქო პლატფორმა” კი ოპოზიციური პარტიების ბლოკია. მას ანალიტიკოსები 25 პროცენტს უწინასწარმეტყველებენ.

ჩატარებული გამოკითხვებით, არ არის გამორიცხული სეიმში მემარცხენე ძალებიც მოხვდნენ, რომელშიც ყოფილი კომუნისტებიც არიან გაერთიანებულები.

ევროკომისარ დონალდ ტუსკის განცხადებით, მნიშვნელოვანია გამარჯვებულმა პარტიამ ოპონენტები არ გაანადგუროს.

"მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა მე დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთში მყარი და სტაბილური დემოკრატია უნდა გვქონდეს. ეს მნიშვნელოვანია და მე ამის მჯერა. მთავარია გამარჯვებულმა კანდიდატმა ოპონენტი არ გაანადგუროს. ჩვენ არჩევნების დასრულების შემდეგ ერთად უნდა ვიცხოვროთ," - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.

 

დღის ამბები