25 აპრილი 2024,   16:51
ვრცლად
"არა კაპიტულაციას" - მასშტაბური საპროტესტო აქცია კიევში

მასშტაბური საპროტესტო აქცია კიევში. დემონსტრაციაზე სლოგანით "არა კაპიტულაციას" 20 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის ყოფილი სამხედროები. მომიტინგეები წინააღმდეგები არიან დონბასს სპეციალური სტატუსი მიენიჭოს და უკრაინამ კონფლიქტის ზონიდან თავისი სამხედროები გაიყვანოს.

აქციაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ე.წ. შტაინმაიერის ფორმულა. აღმოსავლეთ უკრაინაში ხუთწლიანმა კონფლიქტმა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

დღის ამბები