19 აპრილი 2024,   01:31
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა აფხაზ სამხედროებთან ერთად წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო ჯარმა აფხაზ სამხედროებთან ერთად წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს. წვრთნების ამოცანას მთაში და ზღვის სანაპიროზე პირობითი მტრის დანაყოფების შეპყრობა და განადგურება წარმოადგენს.

წვრთნებში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის საბრძოლო ვერტმფრენი "ალიგატორი" და მრავალფუნქციური ვერტმფრენი "ტერმინატორი".

დღის ამბები