25 აპრილი 2024,   17:43
ვრცლად
ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა აქცია მიმდინარეობს

ბარსელონაში კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდნენ, რაც ესპანეთის სასამართლომ კატალონიელი სეპარატისტების 9 ლიდერს ცამეტწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრეებმა რკინიგზის და ავტომაგისტრალების ბლოკირება მოახდინეს. გუშინ ღამით პოლიციასთან შეტაკებების მიუხედავად ათასობით დემონსტრანტი ქუჩაში დღესაც გავიდა.

კატალონიის დაპატიმრებული ლიდერების მხარდამჭერი საპროტესტო აქცია გაიმართა ბრუსელშიც, რომელსაც კატალონიის რეგიონული მთავრობის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონიც შეუერთდა. გუშინვე სასამართლომ პუჩდემონის დაპატიმრების ორდერი გასცა. 

დღის ამბები