19 აპრილი 2024,   22:09
ვრცლად
"ყველა ტერორისტს ვთავაზობთ დაყარონ იარაღი“ - ერდოღანი ქურთებს დანებებას სთავაზობს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ქურთებს დანებებას სთავაზობს. ანკარამ მებრძოლებს 24-საათიანი ვადა მისცა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ვითარება საკმაოდ რთულია. თურქეთის პირველი პირის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ქურთები პოზიციებს დათმობენ ის სამხედრო ოპერაციას შეაჩერებს.

"ოპერაცია "მშვიდობის წყარო" გაგრძელდება, ვიდრე 30-35 კილომეტრის სიღრმეზე ამ ტერიტორიას არ დავიკავებთ. არ იქნება გამონაკლისი და ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. კრიზისის სწრაფი გადაწყვეტისთვის ყველა ტერორისტს ვთავაზობთ დაყარონ იარაღი და დატოვონ ეს ზონა. თუ ეს ასე მოხდება ოპერაცია თავისთავად დასრულდება,“ - განაცხადა ერდოღანმა.

პარალელურად ირკვევა, რომ ერდოღანი ვაშინგტონში ვიზიტზე გადაწყვეტილებას ამერიკის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს. ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ქალაქი რაქა დაიკავეს. რაქა მანამდე თვითგამოცხადებული ხალიფატის ეგრეთ წოდებული დედაქალაქი იყო, რომელზე კონტროლიც ასადმა 2014-ი წლიდან დაკარგა.

კონფლიქტის ზონაში კი ქურთებსა და თურქებს შორის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.

დღის ამბები