20 აპრილი 2024,   16:50
ვრცლად
რუსეთში ამერიკელი დიპლომატები დააკავეს

რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში, რკინიგზის სადგურზე, შეერთებული შტატების საელჩოს 3 თანამშრომელი პოლიციამ დააკავა.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატებმა პოლიციას ქალაქში ყოფნისთვის საჭირო დოკუმენტები არ წარუდგინეს და ისინი საიდუმლო სამხედრო პოლიგონის სიახლოვეს იმყოფებოდნენ.

სამივე დაკავებული სამხედრო ატაშეა. მათ ბრალად ქვეყანაში ჩასვლის რეჟიმის დარღვევა ედებათ და რუსული კანონმდებლობის მიხედვით, ქვეყნიდან გაძევება ემუქრებათ.

დღის ამბები