24 აპრილი 2024,   04:39
ვრცლად
ალექსანდრე ვერშბოუ საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რასმუსენის ინიციატივას ეხმაურება

საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რასმუსენის ინიციატივას ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე ვერშბოუ უკრაინულ ტელეარხთან განმარტავს.

რასმუსენის გეგმა გულისხმობდა, რომ საქართველო ალიანსში შევიდოდა ერთი პირობით - ნატოს წესდების მე-5 პუნქტი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდებოდა.

როგორც დიპლომატი მიიჩნევს, ეს გეგმა კრემლის იმ მიზანს ეწინააღმდეგება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვს სურს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით თბილისს ნატოს კარი დაუკეტოს.

“ეს მხოლოდ რასმუსენის იდეა არ არის, მე სხვა წყაროებიდანაც მსმენია ანალოგიური. რუსეთს არ უნდა შეექმნას შთაბეჭდილება, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციით, საქართველოს სამუდამოდ დაუხურეს ნატოს კარები. ვფიქრობ, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების დრო დადგება, შესაძლებელია დროებით დათანხმდება იმას, რომ ნატო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მე-5 პუნქტს არ გამოიყენებს. ეს საქართველოს რუსეთთან საუბრისას ახალ ბერკეტებს შეუქმნის. თუმცა ეს, პირველ რიგში, საქართველოს გადასაწყვეტია," - აღნიშნა ალექსანდრე ვერშბოუმ.

დღის ამბები