18 აპრილი 2024,   23:11
ვრცლად
ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს კორუფციაში ადანაშაულებს - ბრალდებას კახი კალაძე ტყუილს უწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი დედაქალაქის მერს შესაძლო კორუფციაში ადანაშაულებს. ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძის სიდედრმა თბილისის ცენტრალურ უბანში მილიონ ოთხასი ათასი ლარის ღირებულების ორი ბინა შეიძინა. საკრებულოს დეპუტატი კახი კალაძისგან კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვს და მერს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს. 

"აღმოვაჩინეთ, რომ მისმა ოჯახის წევრმა სიდედრმა 1 400 000 ლარის 2 ბინა შეიძინა დედაქალაქში, შესაბამისად გვაქვს ლეგიტიმური კითხვები, ხომ არ გვაქვს საქმე ისევ ფულის გათეთრებასთან თუ არა და მერმა გვითხრას მაშინ, საიდან აქვს მის ოჯახის წევრს 1 400 000 ლარი ასე ერთდროულად. თუ ეს დადასტურდა რა თქმა უნდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და კონკრეტული ადამიანებიც უნდა მიეცენ პასუხისგებაში ვინც ამას სჩადის, ამ შემთხვევაში დედაქალაქის მერი," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

თბილისის მერი ხაბეიშვილის ბრალდებას ტყუილს, თავად საკრებულოს ოპოზიციონერ ლიდერს  კი თაღლითს უწოდებს.

"მოკლედ შემიძლიათ გითხრათ ლევან ხაბეიშვილი გახლავთ ჩვეულებრივი თაღლითი და მე მგონი ახლა არ არის სერიოზული ამაზე კომენტარის გაკეთება," - აცხადებს კახა კალაძე.

დღის ამბები