24 აპრილი 2024,   01:29
ვრცლად
შალვა თადუმაძე პროკურორებს - "დიდოსტატის მარჯვენა, ასეთი ნაწარმოები არ არსებობს"

გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენცია, "დიდოსტატის მარჯვენაზე" საუბრით გახსნა.

"შეიძლება ვინმე ფსევდო ინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ დიდოსტატის მარჯვენა ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა," - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, სადაც საპროკურორო საბჭოს 6 წევრს აირჩევენ, ამ წუთებში მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ, შალვა თადუმაძემ მოიწვია. 

როგორც ცნობილი ხდება, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის, 8 პროკურორია. საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორ წევრს ფარული კენჭისყრით აირჩევს.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წლით განისაზღვრება. აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება უწყდება.

დღის ამბები