24 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
"რუსები საქართველოს ტერიტორიებს უცერემონიოდ ჭრიან, ღობავენ, მიაქვთ და ჩვენს ხელისუფლებას რეაქცია არ აქვს"- ჩალაგაშვილი ოპოზიციას ატოცში ჩასვლისაკენ მოუწოდებს

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერები სოფელ შაქშაქეთში იმყოფებიან. ისინი ატოცში ჩასვლას აპირებდნენ, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება უსაფრთხოების მოტივით არ მისცეს, რასაც გურამ ჩალაგაშვილსა და სამართალდამცავს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა. გურამ ჩალაგაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ჰქონდა მას, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების საშუალება.

"ის, რომ საქართველოს ტერიტორიებს რუსები ასე უცერემონიოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე  ჭრიან, ღობავენ, მიაქვთ, ამაზე რეაქცია არ აქვს ჩვენს ხელისუფლებას არანაირი და მე მინდა მოვუწოდო ყველას, მთელ საქართველოს, ოპოზიციურ პარტიებს, რომ ეს ტერიტორია არ არის მხოლოდ ჩვენი, ვინც აქ ვდგავართ, ჩამობრძანდით," - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

საქართველოს მოქალაქეების დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი "გამარჯვებული საქართველოს" კიდევ ერთმა ლიდერმა კოტე კემულარიამ.

"ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა დასაცავი ოკუპაციისგან და ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, საოცრად ინტელექტუალური და ერთ-ერთი საუკეთესო ტრადიციებისა და ისტორიის მქონე," - განაცხადა კოტე კემულარიამ.

დღის ამბები