25 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
"ხელისუფლებას გეგმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გააჩნია" - ანა დოლიძე  

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცში, სადაც 11 თვიანი პაუზის შემდეგ რუსმა სამხედროებმა ხელოვნური ბარიერების მშენებლობა განაახლეს, ანა დოლიძე ჩავიდა. დოლიძის განცხადებით, ის ატოცში 7 თვის წინ იმყოფებოდა, თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ისევ განაგრძობენ ტერიტორიების მიტაცებას და ამას ხელისუფლება ვერაფერს უპირისპირებს.   

"მე აქ ჩამოვედი იმისათვის, რომ რეალურად, ფიზიკურად მენახა რა ხდებოდა. მაყურებელს მოეხსენება, რომ სწორედ ატოცში ვიყავი ჩამოსული მარტში, დაახლოებთ 7 თვის წინ და სწორედ მარტში ჩანდა პირველი ნიშნები რუსების და ოკუპანტი ძალის ატოცთან მიმართებაში და მთავარი, რაც ამ შემთხვევაში საინტერესოა, რა ნაბიჯები გადადგა ხელისუფლებამ 7 თვის განმავლობაში, მაშინ, როდესაც პირველად გამოჩნდა ოკუპაციური ძალის ნიშნები ატოცში დღემდე, იმისთვის რომ ამ შედეგამდე არ მივსულიყავით. როგორც ჩანს, ჩვენ საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ხელისუფლებას გეგმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებით არ გააჩნია," - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძეს აინტერესებს, აქვს თუ არა გეგმა ხელისუფლებას და საერთოდ, რას აპირებს ქართული ტერიტორიების მიტაცების შეჩერების წინააღმდეგ.     

დღის ამბები