
საგანგებო მდგომარეობა ჩილეში. მეტროთი მგზავრობის საფასურის გაძვირებას არეულობა მოჰყვა. დემონსტრანტებმა დაარბიეს მეტროსადგურები და ავტობუსებს ცეცხლი წაუკიდეს. ხელისუფლება იძულებულია მეტროს მუშაობა დროებით შეაჩეროს. პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ თქვა, რომ მთავრობა მზადაა გადაწყვეტილებას გადახედოს.