20 აპრილი 2024,   09:39
ვრცლად
ბარსელონას აეროპორტში დარჩენილი საქართველოს 7 მოქალაქე დანიშნულების მიხედვით სავარაუდოდ დღესვე გაემგზავრება - გენერალური კონსული   

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე  დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე, რომელთა მგზავრობის ალტერნატიული მარშრუტიც საქართველოს ავიახაზებთან შეთანხმების შედეგად უკვე გარკვეულია და ისინი დანიშნულების მიხედვით გამგზავრებას სავარაუდოდ დღესვე შეძლებენ.

როგორც ცნობილია, ბარსელონაში შექმნილი სიტუაციის, თვითმფრინავის მიღებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის  გამო, თბილისიდან 20 ოქტომბერს დაგეგმილი რეისი ბარსელონას მიმართულებით არ განხორციელდა და შესაბამისად, გაუქმდა ბარსელონა-თბილისის რეისიც.

საქართველოს ავიახაზების მიერ მოქალაქეებისთვის შეთავაზებული იყო შექმნილი ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი, რომლის მიხედვითაც, ყველა მგზავრმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

რეისის გაუქმების შედეგად შექმნილი ვითარების გამო ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულო  დაუყოვნებლივ ჩაერთო პროცესში და გენერალურმა კონსულმა  აეროპორტში მყოფი მოქალაქეები პირადად მოინახულა.

დღის ამბები