25 აპრილი 2024,   02:32
ვრცლად
სპეციალისტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ბინებში შესვლას სადაც აფეთქება მოხდა

გურამიშვილის გამზირზე, კორპუსში სადაც აფეთქება მოხდა, მოქალაქეებს აღარ უშვებენ. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა საკუთარი ნივთები დაზიანებული შენობიდან უკვე გაიტანა.

სპეციალისტები ამ დრომდე ვერ ახერხებენ იმ ბინებში შესვლას, რომელიც აფეთქების შედეგად დაინგრა. ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნა 10 დღის განმავლობაში ცნობილი იქნება.

როგორც "კურიერთან" მერიის წარმომადგენელი აღნიშნავს, შენობას ნგრევის საფრთხე არ ემუქრება, სამუშაოების ჩატარებას კი დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება, ამ ყველაფრის შემდეგ უკვე საგამოძიებო სამუშაოები დაიწყება.

უკიდურესად მძიმეა აფეთქების დროს დაზარალებული სოსო ჯავახიშვილის მდგომარეობა. მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის.

მას სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს.

დღის ამბები