19 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
გიორგი ვაშაძემ სტრატეგია "აღმაშენებლის" პროგრამა ახალგაზრდებს წარუდგინა

"ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ახალგაზრდებს შეხვდა და "აღმაშენებლის" იდეის სტრატეგია წარადგინა.

ვაშაძის განცხადებით, "სტრატეგია აღმაშენებელი" სამ ძირითად ღირებულებას ეფუძნება: ძლიერი ადამიანი, ძლიერი ოჯახი და ძლიერი სახელმწიფო.

ვაშაძის განმარტებით, გეგმით, რომელზეც 50 ქართველი და უცხოელი ექსპერტი მუშაობდა, საქართველო რეგიონის ცენტრი გახდება.

"ეს არის ქვეყნის განვითარების ინოვაციური გეგმა, თუ როგორ უნდა შევქმნათ 80 ათასი სამუშაო ადგილი, რა უნდა გავაკეთოთ ჯანდაცვაში, იმისთვის, რომ ონკოლოგიურ პაციენტებს უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ახალგაზრდებთან, იმ თაობასთან, ვინც უნდა იყოს ალბათ ერთ-ერთი მთავარი განმახორციელებელი "სტრატეგია აღმაშენებლის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას.

დღის ამბები