20 აპრილი 2024,   16:43
ვრცლად
ბარსელონას აეროპორტში 7 მოქალაქე ალტერნატიულ რეისს ელოდება

საქართველოს 7 მოქალაქე ამ დრომდე ბარსელონას აეროპორტში რჩება. დილის 10 საათიდან ისინი გადადებული რეისის შესრულებას უშედეგოდ ელოდებოდნენ. ქართველი ტურისტების ნაწილის პრობლემა მოგვარებულია, ნაწილი კი ალტერნატიულ რეისს ელოდება.

ავიარეისები შეფერხდა თბილისშიც. ქართულმა ავიაკომპანიამ ბარსელონასთან ავიამიმოსვლის დროებით შეჩერების მიზეზად მგზავრების უსაფრთხოება დაასახელა.

საქართველოს ორმოცამდე მოქალაქე უკვე 2 დღეა ბარსელონადან თბილისში დაბრუნებას ვერ ახერხებს. მიზეზი კომპანია "აირზენას" მიერ გაურკვეველი ვადით გადადებული ფრენებია.

როგორც მოქალაქეები ამბობენ, ბარსელონას აეროპორტში, რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ  მიმოსვლის შეზღუდვის შესახებ გაიგეს და კომპანიისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვენ.

საქართვლოს საკონსულოს ინფორმაციით, რეისის გაუქმების გამო ბარსელონაში დარჩენილი მოქალაქეების საკითხი უკვე მოგვარებულია.

ბარსელონაში უკვე მეექვსე დღეა საპროტესტო აქციები პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებით მთავრდება.  საპროტესტო აქციები ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა. სასამართლომ კატალონიის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 9 ლიდერს 13 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მათ 2017 წელს კატალონიის გაყოფის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების და ამბოხის გამო ედებათ ბრალი.

ელიტა ანდღულაძე

დღის ამბები