24 აპრილი 2024,   13:31
ვრცლად
"უფრაქციო დეპუტატად ყოფნა არ ნიშნავს შოუს წამყვანად ქცევას" - რატი იონათამიშვილი დამოუკიდებელ დეპუტატებზე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდან "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის პარლამენტში დაბარებას გამოეხმაურა. 

იონათამიშვილის შეფასებით, უფრაქციო დეპუტატები შოუს დადგმას ცდილობენ. 

"ცხადია, უფრაქციო დეპუტატებს აქვთ უფლება მოიწვიონ ის პირები, ვისაც საჭიროდ ჩათვლიან და მოიწვიონ იმ თემაზე, რაზეც საჭიროდ ჩათვლიან. მაგრამ იმ განცხადების შინაარსით თუ ვიმსჯელებთ, რაც ამ შემთხვევაში გაკეთდა, ვფიქრობ, რომ კომპეტენციის არევასთან გვაქვს საქმე. უფრაქციო დეპუტატად ყოფნა არ ნიშნავს შოუს წამყვანად ქცევას,"- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.  

შეგახსენებთ, დეპუტატები ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი მაია ცქიტიშვილს და ლევან ახვლედიანს ღია ფორმატის შეხვედრაზე დასასწრებად იწვევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები