25 აპრილი 2024,   15:56
ვრცლად
​მოკლე გზა ლიანდაგების გავლით - 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა

12 წლის ბავშვს ფოთი-თბილისის ჩქაროსნული მატარებელი დაეჯახა. ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე ლიანდაგი გადაკვეთა. რკინიგზის ეს ტერიტორია ცენტრალური მაგისტრალია, მიუხედავად ამისა, ლიანდაგთან არც დამცავი ჯებირები დგას და არც გამაფრთხილებელი ნიშნებია.

მე-7 კლასელ ბავშვს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მოზარდის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა შემთხვევის შესახებ მაშინ გაიგეს, რაც არასრულწლოვანი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევა დღის პირველ ნახევარში, დაახლოებით 14:30 წუთზე მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდს ყურსასმენები ეკეთა და შემთხვევის  მიზეზიც, სავარაუდოდ, ეს გახდა

მგზავრები "კურიერთან" საუბრისას ამბობენ, რომ ადგილზე, სადაც 12 წლის მოზარდს მატარებელი დაეჯახა, მსგავსი შემთხვევები ხშირია. ტერიტორიაზე გადასასვლელი ხიდი არის, თუმცა მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ხიდით არ სარგებლობს და მოკლე, საფრთხის შემცველ გზას ირჩევს.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 275 მუხლით დაიწყო, რაც სარკინიგზო ტრანსპორტის წესების უსაფრთხოების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ელიტა ანდღულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები