ატოცში განვითარებულ მოვლენებს საფრანგეთის ელჩი ეხმიანება. დიპლომატი მოუწოდებს მხარეებს შეასრულონ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პრინციპები.
დიეგო კოლასის თქმით, საფრანგეთის პოზიცია უცვლელია და ისინი მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ.
"ჩემი საქმე არ არის თბილისიდან რუსეთის მისამართით რეკომენდაციები გავცე, ამიტომ ამ სიღრმეებში არ შევალ, თუმცა ვფიქრობ, რომ უმნიშვნელოვანესია ყველა მონაწილე მხარე იყოს ჩართული შესაბამის პროცესებში და დისკუსიის მექანიზმებში, რათა პრობლემა გადაიჭრას და პროცესში კონკრეტული პროგრესი დავინახოთ," - აცხადებს ელჩი დიეგო კოლასი.