19 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
დამსაქმებლისა და დასაქმებულის უფლებები - ბიზნესასოციაციის წევრებს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები არ მოსწონთ

საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვთ. ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ”ქართული ოცნების” წევრ დიმიტრი ცქიტიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა არ მოსწონთ, რომელიც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასა და ნორმირებული სამუშაოს დადგენას ეხება. 

როგორც  ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა, ის ცვლილებები, რაც ბიზნესზე უარყოფითად აისახება, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. 

"შრომის კოდექსზე ჩვენი უარყოფითი პოზიცია არგუმენტირებულად დავასაბუთეთ. საუბარი იყო ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობისა და  ანაზღაურების პარამეტრების დადგენაზე, ასევე, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტის ნაწილში გამკაცრებასა და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაფართოებაზე", - განმარტა სოსო ფხაკაძემ.  მისივე თქმით, შრომის კოდექსთან  დაკავშირებით კანონმდებლებისგან დაპირება მიიღეს.

რაც შეეხება თავად დიმიტრი ცქიტიშვილის პოზიციას, მისი განცხადებით, პარლამენტის წევრებმა შრომის კოდექსზე პროფკავშირებთან უნდა ისაუბრონ და არა - ბიზნესის წარმომადგენლებთან, რადგან პროფკავშირებს, ბევრი საქმიდან გამომდინარე, მოქმედ კანონმდებლობასთან კითხვის ნიშნები უკვე აქვთ.

დღის ამბები