24 აპრილი 2024,   13:06
ვრცლად
უსაფრთხო ზონა შექმნილია, ცეცხლი შეწყვეტილია - ტრამპმა თურქეთისთვის სანქციების მოხსნა დააანონსა

უსაფრთხო ზონა შექმნილია, ცეცხლი შეწყვეტილია და საბრძოლო მისიები დასრულებულია - ტრამპი ჩრდილოეთ სირიაში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს და თურქეთისთვის სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას აანონსებს.

შედეგით კმაყოფილია თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანიც, რადგან ქურთები თავიანთ პოზიციებს ტოვებენ. ჩრდილოეთ სირიის იმ ტერიტორიებზე კი, სადაც მანამდე ამერიკელები და ქურთები იყვნენ, პატრულირებას რუსი სამხედროები იწყებენ.

ამ ფონზე შედგა სოჭში პუტინი-ერდოღანის შეხვედრა, რომელზეც 10-პუნქტიანი შეთანხმება გაფორმდა. ერდოღანი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თურქეთი სირიის ტერიტორიის მითვისებას არ აპირებს და მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს - ქურთებმა ე.წ. უსაფრთხო ზონა დატოვონ.

საომარი მოქმედებების შეჩერებამდე ორი მნიშვნელოვანი მოლაპარაკება იყო - ერთი ანკარაში ამერიკის დელეგაციასთან, რომლის შედეგად თურქეთმა სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 5 დღით შეაჩერა და ქურთებს უკან დახევის საშუალება მისცა, მეორე კი სოჭში.

ერდოღანი-პუტინის შეხვედრა კონკრეტული 10-პუნქტიანი შეთანხმების გაფორმებით დასრულდა.



 ავტორი: თამარ ურუშაძე

დღის ამბები