ვაშინგტონმა ანკარას 10 დღის წინ დაწესებული სანქციები მოუხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთი და თურქეთი სირიის საზღვართან მშვიდობის უზრუნველყოფის მიზნით სამხედროების განლაგებაზე შეთანხმდნენ.
თურქეთს სირიის საზღვართან ქურთი მებრძოლებისგან თავისუფალი ე.წ "უსაფრთხო ზონის" შექმნა სურს, სადაც თურქეთში მცხოვრები 2 მილიონი სირიელი ლტოლვილის დასახლებას აპირებს.