23 აპრილი 2024,   17:41
ვრცლად
ბოლივიაში პრეზიდენტის და ოპოზიციონერი კანდიდატების მხარდამჭერებს შორის შეტაკებები მოხდა

ბოლივიაში შეტაკებები გრძელდება - ამჯერად დაპირისპირება მოქმედი პრეზიდენტის ევო მორალესისა და ოპოზიციონერი კანდიდატის კარლოს მესას მხარდამჭერებს შორის მოხდა.

დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთს ქვები და ჯოხები ესროლეს. ადგილზე პოლიციამ  ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ბოლივიის ლიდერი ოპოზიციას სახელმწიფოს დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს. ქვეყანაში არეულობა არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, სადაც ხმების უმრავლესობა კვლავ ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა მიიღო.

მომიტინგეები ქვეყნის პრეზიდენტს ხმების მითვისებასა და კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.

დღის ამბები