19 აპრილი 2024,   16:32
ვრცლად
"მიუხედავად ყველაფრისა ვინარჩუნებთ იმედს, რომ წლის ბოლომდე მოიტანენ სოლიდურ, დასავლურ ინვესტიციებს" - წულუკიანი ანაკლიის პორტზე

 

ანაკლისიის კონსორციუმს საკუთარ ვალდებულებებს კიდევ ერთხელ ახსენებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანის თქმით, სახელმწიფომ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ანაკლიის პორტი არის სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული პროექტი და მთავრობა მას ყველანაირად ხელს უწყობს, თუმცა ვალდებულებები ყველა მხარემ უნდა შეასრულოს. 

"ძალიან დამღლელია, როდესაც კერძო კომპანია და კონსორციუმი, იმის მაგივრად, რომ საკუთარი ვალდებულებები შეასრულონ, მთავრობისკენ იშვერენ ხელს, იმიტომ რომ რეალურად თავად არაფერი აქვთ სათქმელი" - განაცხადა წულუკიანმა.

მინისტრის თქმითვე, ანაკლიის პირტი სახელმწიფო სტრატეგიული პროექტი რომ არ ყოფილიყო, სახელმწიფო არ გამოაცხადებდა ტენდერს და არ დაიწყებდა ამ პროექტზე საუბარს.

"კონსორციუმს შევახსენებ, რომ ტენდერში არიან გამარჯვებულები. ეს ნიშნავს ვალდებულებებს, რომელიც დღემდე შესრულებას მოითხოვს. მიუხედავად ყველაფრისა ვინარჩუნებთ იმედს, რომ წლის ბოლომდე ისინი მოიტანენ სოლიდურ და დასავლურ ინვესტიციებს, როგორც განაცხადეს," - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას.

დღის ამბები