23 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
"სახელმწიფოს მხრიდან, სერიოზული რეაგირება ამ ფაქტს არ ექნება" - "თავისუფალი დემოკრატები" მეუფე იაკობის ბრალდებებზე

"თავისუფალი დემოკრატების" წევრი ალექსანდრე ბარამიძე მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებს ეხმაურება.

ალექსანდრე ბარამიძის შეფასებით, მსგავს განცხადებაზე მყისიერად უნდა დაწყებულიყო გამოძიება, თუმცა ეს ასე არ მოხდა და არც მომავალში ელოდება სახელმწიფოს მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას.

"როდესაც მსგავსი განცხადება გაკეთდა, მყისიერი რეაგირება და გამოძიება იყო საჭირო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, რომც დაიწყონ გამოძიება აღარ იქნება ეფექტური და არანაირ შედეგს არ დადებს. გუშინ პრემიერმა თავისთვის დამახასიათებელი აბუჩად ამგდები ტონი გამოიყენა და ისე გააკეთა განცხადება, ნაცვლად იმისა, რომ ფორმალურად მაინც ეთქვა, საკითხში გავერკვევიო. სახელმწიფოს მხრიდან, სერიოზული რეაგირება ამ ფაქტს არ ექნება," - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობის მტკიცებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის ყოფილი უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ. 

დღის ამბები