20 აპრილი 2024,   08:47
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე აფეთქებული კორპუსის ექსპერტიზის დასკვნა ამ დრომდე არ არსებობს

გურამიშვილის ქუჩაზე წყლის გამაცხელებლის აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის ექპერტიზის პასუხი ცნობილი ისევ არ არის. 5 სართულის ნაშალის მასალის დემონტაჟი დღეს დაიწყო.

ტერიტორიის გასუფთავების შემდეგ დაზიანებულ კორპუსში  ექსპერტები შევლენ და საექსპერტო დასკვნაზე იმუშავებენ.

დაზარალებული მოსახლეობის დაზიანებული ქონება სამხარაულის ექსპერტიზამ და მერიის მუნციპალურმა ლაბორატორიამ უკვე დათვალა, თუმცა ზარალის ზუსტი ოდენაობა ჯერ უცნობია. თავად მოსახლეობა კი შესაბამისი სპეციალისტების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც  "კურიეთთან" საუბარში ადგილობრივები ამბობენ, საყოფაცხოვრებო ნივთების სრული აღწერა არ ხდება.

ზარალის ზუტ ოდენობაზე საუბარი უჭირთ ნაძალადევის გამგეობაში, თუმცა ამბობენ, რომ კორპუსის რეაბილიტაციამდე თითოეული დაზარალებული საცხოვრებელი ფართით და პირველადი დახმარების ნივთებით უზრუნველყოფილი იქნება. გურამიშვილის 30 ნომრიდან აფეთქების შემდეგ კორპუსიდან 77 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. მათი უმრავლესობა 4 სხვადასხვა სასტუმროშია გადანაწილებული.

გურამიშვილის 30 ნომერში კორპუსის აფეთქების შედეგად დაზიანდა მომიჯნავე საცხოვრებელი სახლიც. 

ექპერტიზის დასკვნის მომზადების და ზარალის ანაზღაურების პარალელურად, საგამოძიებო უწყება  აფეთქების მიზეზებს სწავლობს. ოფიციალური ვერსიით, აფეთქება ერთ-ერთ სახლში წყლის გამაცხელებლის დაზიანებას უკავშირდება. ამდომდე მძიმეა სერგო ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვის სახლშიც ბუნებრივი აირი დაფროვდა და აფეთქდა გამოიწვია.


 

დღის ამბები