24 აპრილი 2024,   01:08
ვრცლად
ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

სახელმწიფო მინისტრმა აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ქეთევან ციხელაშვილმა აფხაზური ენის უნიკალურობასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაციის გამო მას განსაკუთრებული შენარჩუნება და განვითარება სჭირდება.

ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის აფხაზური ენა არის საქართველოს კონსტიტუციით დაცული მეორე სახელმწიფო ენა. სახელმწიფო შერიგების მინისტრის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ვალდებულება აქვს, აფხაზური ენა დაიცვას მსგავსად ქართული ენისა.

მინისტრის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსიფიკაციის პროცესის პირობებში მით უფრო ნათელი და აშკარაა ის, რომ ჩვენ განსაკუთრებული ზომების მიღება გვჭირდება.

დღის ამბები