25 აპრილი 2024,   04:51
ვრცლად
25 ოქტომბრის შემდეგ გამქრალი კვალი - პირველი არხის ოპერატორს ოჯახი მესამე დღეა ეძებს   

უკვე მესამე დღეა ოჯახი პირველი არხის ოპერატორს, სანდრო ბერაძეს ეძებს. მისი კვალი 25 ოქტომბრის შემდეგ გაქრა. სანდრო ბერაძე ოჯახს ბოლოს 25 ოქტომბერს დაუკავშირდა. კავშირის დასრულებიდან მალევე ბერაძეების ოჯახმა ბიჭის ძებნა დაიწყო. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ 29 წლის ბიჭი გაუჩინარებამდე მამას შეხვდა და ფინანსურ პრობლემებზეც ესაუბრა. ბერაძის ოჯახი თვითმკვლელობამდე მიყვანის მიზეზად ერთადერთ ვერსიას განიხილავს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკარგული ბიჭის მობილურის სიხშირე ანძების მიხედვით ბოლოს ცხვარიჭამიის ტყეში დაფიქსირდა. შაბათს დილით კი მობილური საერთოდ გამოირთო. მეგობრების ინფორმაციით, სანდრო ბერაძემ ბოლო ზარი 112 ში განახორციელა, ის შველას ითხოვდა.

უკვე მეორე დღეა პოლიცია, სამაშველო სამსახურები და დაკარგულის მეგობრები ცხვარიჭამიის ტყეში სანდრო ბერაძეს ეძებენ, საგამოძიებო მოქმედებები ტარდება თბილისშიც, ოკრიბას მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სავარაუდოდ ბერაძე ერთ-ერთი ტრანსპორტით ცხვარიჭამიაში წავიდა.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. 

 

დღის ამბები