19 აპრილი 2024,   17:07
ვრცლად
აფეთქება თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში - არიან დაშავებულები 

აფეთქება თბილისში - რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსში აფეთქება მოხდა. ჩამონგრეულია საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართული, არიან დაშავებულები. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირი გახდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პირი რომლის სახლშიც უშუალოდ აფეთქება მოხდა უკვე კლინიკაშია გადაყვანილი. აფეთქების შედეგად მსუბუქი დაზიანებები მიიღო კიდევ ერთმა პირმა. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენელები, კორპუსი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე ბუნებრივი აირის სუნი იგრძნობოდა. 

"ძლიერი აფეთქების ხმა გავიგონეთ, გვერდით კორპუსში ვცხოვრობ და საზარელი ხმა იყო. ასე ამბობენ, რომ ბუნებრივი აირიაო... აქეთ ამბობენ, რომ სუნი იგრძნობოდაო“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.  

დღის ამბები