თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავებული ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ბუნებრივმა აირმა სავარაუდოდ სწორედ მის ბინაში გაჟონა.
77 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, მას ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება. დაზარალებულს დამწვარი აქვს თავი, გულმკერდი და ორივე კიდური, ექიმების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციაში ანტიშოკურ მკურნალობას გადის.