19 აპრილი 2024,   12:06
ვრცლად
დარწმუნებული ვარ პროექტში მოიძებნება ღირსეული პარტნიორი - ნათია თურნავა Meridian Capital-ის გადაწყვეტილებას ეხმაურება

Meridian Capital-ის გადაწყვეტილებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ეხმაურება. ნათია თურნავა იმედს გამოთქვამს, რომ პროექტში მოიძებნება ღირსეული პარტნიორი, რომელიც  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პროექტის დასრულებაში მიიღებს მონაწილეობას.

"ეს სტრატეგიული პროექტია და სახელმწიფომ ძალიან ბევრი ვალდებულება აიღო თავის თავზე, რომ პროექტი კიდევ უფრო მიმზიდველი და ნაკლებად რისკიანი გახადოს ინვესტორებისთვის. დარწმუნებული ვარ პროექტში მოიძებნება ღირსეული პარტნიორი, რომელიც შეკრავს ამ პროექტს. პროექტის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება," - აღნიშნა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით  "2019 წლის 28 ოქტომბერს, სამინისტროს წერილობით მიმართა Meridian Capital NL B.V-ის წარმომადგენელმა და დაადასტურა, რომ Meridian Capital NL B.V-ს მოცემულ ეტაპზე არ გააჩნია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა, რისთვისაც ითხოვა საქართველოს მთავრობისგან Meridian Capital NL B.V-ის მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება.

დღის ამბები