23 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
"არ ვაკეთებ კომენტარს" - ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დირექტორი "მერიდიან კაპიტალის" გადაწყვეტილებაზე დუმს

"არ ვაკეთებ კომენტარს, არ გავაკეთებ, ხვალ გავაკეთებ პარლამენტში", - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორი "კურიერთან" "მერიდიან კაპიტალის" მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე კომენტარს არ აკეთებს.

ლევან ახვლედიანის განმარტებით, ის ხვალ პარლამენტში მისვლას გეგმმავს და ვრცლად სამომავლო გეგმებზე საკანონმდებლო ორგანოში ისაუბრებს. 

შეგახსენებთ, პარლამენტის დამოუკიდებელი წევრების, ლევან კობერიძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის მოწვევით, ხვალ პარლამენტში  გაიმართება შეხვედრა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" გენერალურ დირექტორთან ლევან ახვლედიანთან. შეხვედრის მთავარი თემა  ანაკლიის პროექტი იქნება.

დღის ამბები