25 აპრილი 2024,   09:12
ვრცლად
"პროცენტების თვლის ნაცვლად, საქმეს მიხედეთ ... არავინ გახევთ კალთებს" - ოპოზიცია კობახიძეს პასუხობს

 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და ვინ ვისთან არ ითანამშრომლებს ხელისუფლების დასაკომპლექტებლად - "ქართულმა ოცნებამ" კი უკვე დაასახელა, თუ ვინ ვერ მოხვდება მათი პარტნიორების სიაში.

"ლელოში" დარწმუნებულები არიან, რომ სწორედ ისინი დააკომპლექტებენ უმრავლესობას და კოალიციის შექმნის აუცილებლობა არ დადგება.

"ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც საჭიროა მთავრობის დასაკომპლექტებლად. თუ რამდენიმე ხმის დამატება იქნება საჭირო დაკომპლექტებისთვის, ამას მერე გადავწყვეტთ, როდესაც ვიქნებით ხელისუფლებაში. კობახიძეს ვურჩევდი, რომ თავებისა და პროცენტების თვლის ნაცვლად, იქნება როგორმე ახლა მაინც, საქმეს მიხედოს," - აღნიშნა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ლომია "ქართულ ოცენებასთან" თანამშრომლობას არ გამორიცხავს. მისი განცხადებით, გადამწყვეტი იქნება ის, თუ რა შემადგენლობით მოვა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის "ქართული ოცნება".

"ძალიან ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ ოცნებას რეიტინგი არ გააჩნია და დღეს იმის თქმა რომ უმრავლესობით მოვლენ, ან თუ ვერ მოვლენ კოალიციას არ შევქნით არცერთ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც რაღაც საგარეო ვექტორი შეცვლილი აქვს, არც ჩვენ არ გვინდა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან კოალიციის შექმნა, რომელსაც არ ესმის, რომ საგარეო სექტორი ყოველთვის იცვლება. ვექტორი ჩვენ არჩეული არ გვაქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთთან დიალოგია საჭირო. ისეთი განლაგება იქნება 2020-ში, რომ სახვეწნელი იქნება "ოცნების" მხრიდან მოდით კოალიცია შევქნათ," - განაცხადა გიორგი ლომიამ.

რაც შეეხება "დემოკრატიულ მოძრაობას", მათ უკვირთ, რატომ საუბრობს ირაკლი კობახიძე მათთან პარტნიორობაზე, რადგან ისინი "ოცნებასთან" თანამშრომლობას საერთოდ არ განიხილავენ.

"ქართული ოცნება" 60%-ით მოსვლას როგორ აპირებს ერთი გამაგებინეთ, მთელმა საქართველომ იცის, რომ უმრავლესობა ვერ მოხვდება პარლამენტში. მეორეც რა არაპროფესიონალიზმია ერთი წლით ადრე კოალიციებზე საუბარი. ვინ გახევთ კალთებს ბატონო ირაკლი?! ჩვენ სულაც არ ვაპირებთ კოალიციაში შემოსვლას," - განაცხადა გემოკრატიული მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, გიგლა ბარამიძემ.

დღის ამბები