13 აგვისტო 2022,   15:40
ვრცლად
ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა - გიორგი ვაშაძემ და ფადი ასლიმ სტრატეგია "აღმაშენებელის" ფარგლებში შეხვედრა გამართეს

ბიზნესსექტორთან თანამშრომლობა და სახელმწიფოს როლი კერძო სექტორის განვითარებაში, - ამ საკითხზე "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ და ბიზნესმენმა ფადი ასლიმ სტრატეგია "აღმაშენებლის" ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

"სტრატეგია "აღმაშენებელი" ეს არის იდეა, რომელმაც უნდა გააერთიანოს ყველა და რაც მთავარია, ბიზნეს სექტორი, რათა დავძლიოთ ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში. სამუშაო ადგილები უნდა შექმნას ბიზნეს სექტორმა. ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ გაჭირვება დავამარცხოთ," - განმარტა გიორგი ვაშაძემ.

ფადი ასლის განცხადებით, პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყანას განვითარების კომპლექსურ გეგმას სთავაზობს.

"მოვისმინე ინფორმაცია სტრატეგია "აღმაშენებელთან" დაკავშირებით და გიორგი ვაშაძესთან ერთად განვიხილეთ დეტალები. ის ახლა ფართო საზოგადოებას დეტალურად აცნობს მის იდეას და პროექტს, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის შეიქმნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან დღეს, სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ქვეყნის განვითარების კომპლექსური პროგრამა. მოვუსმინეთ პრეზენტაციას, რომელიც იყო ძალიან შთამბეჭდავი. ეს პროექტი ღიაა ყველასთვის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, ხელისუფლებისთვის თუ დამოუკიდებელი პირებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სტრატეგია "აღმაშენებელს" და ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ იმ პროექტებს, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის იქმნება," - აღნიშნა ფადი ასლიმ.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ათობით ექსპერტს აერთიანებს. თემატური შეხვედრები სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებთან მომავალშიც გაგრძელდება.

დღის ამბები