18 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
105 ათასი სამუშაო ადგილი 5 წელში - ევროკავშირი საქართველოში ახალ პროექტს იწყებს

პროფესიული განათლების ზრდა და შრომის ბაზრის განვითარებას საქართველოში. ევროკავშირის მხარდაჭერით ახალი პროგრამა ამუშავდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს მოქალაქეებს დასაქმებაში და განათლების ხარისხის გაუმჯობესებაში. 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში 150 მილიონი დოლარი დაიხარჯება.

აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს მეტი სამუშაო ადგილის შექმნას და დასაქმებულ პირებში ავითარებს შესაბამის უნარებს, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა. კარლ ჰარცელის თქმით, პროგრამის ფარგლებში 5 წლის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში 105 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

პროექტს მნიშვნელოვანს უწოდებს განათლების მინისტრიც, მიხეილ ბატიაშვილის თქმით პროექტი გულისხმობს პროფესიული მიმართულების განვითარებას და ამაში საქართველოს ევროკავშირი ეხმარება.

დღის ამბები