25 აპრილი 2024,   18:14
ვრცლად
სანდრო ბერაძის ცხედარს რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს - რა ვერსია აქვს 29 წლის ბიჭის ოჯახს

5-დღიანი ძებნის შემდეგ 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიას ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარს გამომძიებლებმა ტყეში, რეინჯერების მიერ დაყენებული ე.წ. ფოტოხაფანგით მიაგნეს. ფოტოკამერამ სანდრო ბერაძე თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 25 ოქტომბერს 18 საათსა და 46 წუთზე დააფიქსირა.

პოლიციამ, სამაშველო სამსახურებმა და დაკარგულის მეგობრებმა ცხვარიჭამიას ტყეში სანდრო ბერაძის ძებნა ორი დღის წინ დაიწყეს. მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა რომ დაკარგული ბიჭის მობილურის სიხშირე ანძების მიხედვით ბოლოს ცხვარიჭამიის ტყეში დაფიქსირდა.

ახალგაზრდა მამაკაცის თვითმკვლელობის მიზეზად ბერაძის ოჯახში, ერთ ვერსიას განიხილავენ. 29 წლის ბიჭი გაუჩინარებამდე მამას შეხვდა და მასთან ფინანსურ პრობლემებზე ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს.ამ დროისთვის ცხვარიჭამიის ტყეში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დღის ამბები